ფირნიშები
    ფირნიშები
    ფირნიშები

მთავარი
General
General questions about the Joomla! CMS

6/36 ?

ლოტო 6/36-ის შეძენა შეგიძლიათ “საქართველოს ლატარიის კომპანიის” სერვის-ცენტრში, საქართველოს ლატარიის კომპანიის მობილურ სერვის-ცენტრებში, “ლიბერთი ბანკის” ფილიალებში, თბილისის მეტროსადგურებში, ჰიპერმარკეტ “გუდვილში”, პრესის ჯიხურებსა და სხვა სავაჭრო ობიექტებში — ყველგან, სადაც ლოტოს ლოგო არის გამოსახული.

 
6/36?

ლოტო გთავაზობთ თამაში 2 სახეობას: სტანდარტი და სტანდარტ+

თამაში სტანდარტი”: შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი 6 რიცხვი 1-დან 36 რიცხვის ჩათვლით. მონიშნეთ ლოტოს შერჩევის ბარათზე სასურველი რიცხვები. თითოეული 6-რიცხვიანი კომბინაცია ნიშნავს ლოტოს გათამაშებისათვის შეძენილ 1 სტანდარტ ბილეთს.

შერჩევის ბარათზე მოცემულია შერჩევის 5 ცხრილი, ხუთივე ცხრილში სასურველი 6-რიცხვიანი კომბინაციის მონიშვნის შედეგად თქვენ შეძლებთ შეიძინოთ ლოტოს 5 “სტანდარტ ბილეთი”. “სტანდარტ ბილეთის” შეძენა შერჩევის ბარათის გარეშეც არის შესაძლებელი. უკარნახეთ თქვენს მიერ შერჩეული 6 რიცხვი სავაჭრო ობიექტში მომსახურე პერონალს და მიიღეთ ლოტოს ბილეთი.

თქვენს მიერ შერჩეული 6-რიცხვიანი კომბიანციით შეგიძლიათ ითამაშოთ ერთზე მეტ გათამაშებაში. აირჩიეთ გათამაშების სასურველი რაოდენობა შერჩევის ბარათზე ან უკარნახეთ სავაჭრო ობიექტებში მომსახურე პერსონალს. თუ გსურთ აპარატმა სწრაფად, ავტომატურად შეარჩიოს თქვენთვის სასურველი 6-რიცხვიანი კომბინაცია, მონიშნეთ სასურველი უჯრა შერჩევის ბარათზე ან უკარნახეთ მომსახურე პერსონალს და მიიღეთ ლოტოს ოფიციალური ბილეთი.

სტანდარტ+ თამაშისას თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ შვიდი და მეტი სხვადასხვა რიცხვი 1-დან 36-ის ჩათვლით. შესაბამისად, თქვენ მიიღებთ თქვენ მიერ შერჩეული ციფრებიდან ყველა შესაძლო 6-რიცხვიან კომბინაციას. თითოეული 6-რიცხვიანი კომბინაცია ნიშნავს ლოტოს გათამაშებისთვის შეძენილ 1 ბილეთს, რომლის საფასური 2 ლარია;

მაგალითად: თუ თქვენ შეარჩევთ რვა სხვადასხვა რიცხვს 1-დან 36 რიცხვის ჩათვლით, ამ რიცხვბიდან მიიღებთ 28 სხვადასხვა 6-რიცხვიან კომბინაციას, რაც ნიშნავს, რომ თქვენ შეიძენთ 28 ბილეთს. რაც მეტია შერჩეული რიცხვების ოდენობა, მით მეტია მაქსიმალური პრიზის მოგების შანსი. პირდაპირ ეთერში გათამაშებისას, ლოტოტრონის მიერ მოხდება 1-დან 36 რიცხვის ჩათვლით 7 გამარჯვებული რიცხვის გამოვლენა, რომელთაგან ექვსი არის ძირითადი და ერთი დამატებითი, ბონუს რიცხვი.

ბილეთი მოგებულია, თუ თქვენ მიერ შერჩეული ექვსი რიცხვიდან მინიმუმ 4 დაემთხვევა გათამაშებულ რიცხვებს — აქედან სამი ძირითად და ერთი ბონუს რიცხვს.


 
6/36- ?

ლოტოს შედეგები შეგიძლიათ იხილოთ:

— “ტელე იმედისა” და "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს;

— გაზეთ "Prime Time“-ის ორშაბათის გამოცემაში;

— “საქართველოს ლატარიის კომპანიის” ვებ-გვერდზე: http://www.georgianlottery.com/">www.georgianlottery.com;

— “საქართველოს ლატარიის კომპანიის” სერვისცენტრში;

— სპორტულ გაზეთ “ფსონში”

— შედეგების გასაგებად, ასევე შეგიძლიათ დარეკოთ “საქართველოს ლატარიის კომპანიის” ცხელ ხაზზე: 649-649

 
6/36- ?

ლოტო 6/36-ის გათამაშება ტარდება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, 21:50 საათზე, "რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში.

 

 
?

თითოეული 6-რიცხვიანი კომბინაციის საფასური 2 ლარია.

 

More Articles...

<< დაწყება < წინა 1 2 3 შემდეგი > ბოლოს >>

გვერდი 1 (3-დან)
BOTTOM ILLUSTRATION