საქართველოს ლატარიის კომპანიის მეორე საპრიზო კატეგორიის მორიგი გამარჯვებული
2011 წლის 15 თებერვალს ლოტოს რიგით 113-ე გათამაშებაში გამოვლინდა მეორე საპრიზო კატეგორიის გამარჯვებული, თამაზ პატარიძე . ბატონი თამაზ პატარიძის მოგება შეადგენს 121 642 ლარს.
17 თებერვალს, საქართველოს ლატარიის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ელი კეიდარმა საზეიმო ვითარებაში გადასცა ჩეკი გამარჯვებულს და მიულოცა წარმატება. თამაზ პატარიძის გამარჯვება საქართველოს ლატარიის კომპანიამ ვაკის სერვის ცენტრში აღნიშნა.
საქართველოს ლატარიის კომპანია ულოცავს ბატონ თამაზ პატარიძეს გამარჯვებას.



