ახალი მომგებიანი ბილეთი - ჯოკერი
საქართველოს ლატარიის კომპანია წარმატებით აგრძელებს მოსახლეობისათვის სიახლეების შეთავაზებას და წარმოგიდგენთ ახალ მომგებიან ბილეთს - „ჯოკერი". ბილეთის ღირებულება 2 ლარია, ხოლო მაქსიმალური მოგება 8000 ლარი. „ჯოკერი" პირველი 2 ლარიანი მომგებიანი ბილეთია რომელსაც საქართველოს ლატარიის კომპანია მომხმარებელს 2011 წელს სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ ბილეთი „ჯოკერის" თამაშის პრინციპი ეფუძნება საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თამაშს „ჯოკერს". მომგებიანი ბილეთი „ჯოკერი" მომხმარებელს სთავაზობს სამი მოგების შანს.
იმისათვის რომ მოიგოთ:
• გადაფხიკეთ „შენი კარტი"-ს ქვეშ მოცემული საფარი, რის შემდეგაც გადაფხიკეთ ,,მოთამაშეების კარტი"-ს ქვეშ მოცემული 3 კარტის საფარი.
• თუ ,,შენი კარტი"-ს საფარის ქვეშ მითითებული კარტი მეტია დანარჩენ სამ ,, მოთამაშეების კარტზე", თქვენ მოიგეთ შესაბამისი პრიზი რომელიც კარტების გვერდით არის მითითებული.
• თუ ,,შენი კარტი"-ს საფარის ქვეშ იპოვით "ჯოკერს" თქვენს მიერ მოგებული თანხა გაორმაგდება შესაბამის მწკრივში.
• მოთამაშეს, ერთ ბილეთში 3-ჯერ მოგების შესაძლებლობა ეძლევა.
„ჯოკერი" რიგით მე-13 თამაშია და მისი შეძენა შეგიძლიათ 11 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით.



