მორიგი ტოტოს ჯეკპოტის გამარჯვებული
2011 წლის 20 მარტს საქართველოს ლატარიის კომპანიის ტოტოს რიგით 30-ე გათამაშებაში გამოვლინდა ჯეკპოტის გამარჯვებული.
ქ-ბნ ირა არველაძე გახდა 270 000 ლარის მფლობელი.
22 მარტს. რადისონ ბლუ ივერიაში გაიმართა წვეულება ტოტოს ჯეკპოტის გამარჯვებულის პატივსაცემად, სადაც მას გადასცეს სიმბოლური ვაუჩერი და მიულოცეს გამარჯვება.



