საქართველოს ლატარიის კომპანიამ შეწყვიტა ტოტოს გათამაშება!
ძვირფასო მომხმარებელო,
გაცნობებთ, რომ 2011 წლის 19 დეკემბერს საქართველოს ლატარიის კომპანიამ შეწყვიტა ტოტოს გათამაშება.
ეროვნული ლატარიის თამაში ტოტოს ბოლო 69-ე გათამაშება გაიმართა 2011 წლის 17-18 დეკემბერს, რომელშიც გათამაშდა ჯეკპოტი 240 000 ლარის ოდენობით რაც გადანაწილდა 10 გამარჯვებულზე.
მოგებების გაცემა განხორციელდება თამაშის შეწყვეტიდან 60 დღის განმავლობაში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 2 649 649.
საქართველოს ლატარიის კომპანია გისურვებთ წარმატებას!



