ქველმოქმედება
საქართველოს ლატარიის კომპანიის მორიგი საქველმოქმედო აქცია
მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ საგურამოში მდებარეობს „საგურამოს ბავშვთა სახლი“ რომელსაც 35 აღსაზრდელი ჰყავს. 20 აპრილს საქართველოს ლატარიის კომპანიის თანამშრომლები ესტუმრენ მოზარდებს და რაგბის ფორმები გასადცეს მათ. სწორედ მაშინ დაიბადა იდეა რომ სტუმრობა ერთჯერადი არ ყოფილიყო.
ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ლატარიის კომპნიამ კიდევ ერთი სასიამოვნო სურპრიზი მოუწყო „საგურამოს ბავშვთა სახლის“ მოზარდებს და ისინი „ბომბორას“ კლუბში მიიწვია. მათ იქ უამრავი სურპრიზი ელოდათ: ზღაპრის გმირები, წვეულება და რაც მთავარია უამრავი ატრაქციონები. ამის გარდა ბავშვებს გადაეცათ „ბომბორას“ კლუბის სახელობითი ბარათები, რაც მათ საშუალებას მისცემს დააგროვონ და მომავალშიც გამოყენონ ბონუს ქულები.
ამ აქციით, კომპანიამ სასიამოვნო დღე აჩუქა პატარებს და ამასთან ერთად საკუთარი წვლილი შეიტანა გაჭირვებული ბავშვების დახმარებაში. ‘ბომბორას“ კლუბი, ლატარიის კომპნიის მიერ დახარჯული თანხის 10 % გადარიცხავს სხვა სოციალურად დაუცველი მოზარდების დასახმარებლად.
საქართველოს ლატარიის კომპანიის საქველმოქმედო აქცია
საქართველოს ლატარიიის კომპანიამ სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყო 55-ე ბაღის, სოციალურად გაჭირვებული ოჯახების ბავშვებს. 13 მაისს, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლალი კრიხელი ესტუმრა 55-ე ბაღის აღსაზრდელებს (სოციალურად გაჭირვებული ოჯახებიდან) და შემდგომ მათთან ერთად გაეშურა სადღესასწაულო ცენტრში, სადაც მათ გართობა და უამრავი სიურპრიზი ელოდათ. საქართველოს ლატარიის კომპნიამ მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა და ბაღის 15 აღსაზრდელს დაუვიწყარი დღე აჩუქა.
კლასიკური მუსიკის ფესტივალი
saqarTvelos xelovanTa kavSiri “xelovanebi momavlisTvis” , axorcielebs bavSvTa da mozardTa klasikuri musikis respublikur festivals “momavlis varskvlavebis” farglebSi. სწორედ ამ ფესტივალის გენერალურ სპონსორად მოგვევლინა საქართველოს ლატარიის კომპნია.
2 მაისს, საქართველოს ლატარიის კომპანიის ცენტრალურ სერვის ცენტრში კომპნიის warmomadgenlebma უმასპინძლეს ფესტივალის ორგანიზატორებსა და ნიჭიერ მოზარდებს და გადასცეს სიბბოლური ჩეკი 3 000 laris odenobiT. საქართველოს ლატარიa წარმატებებს უსურვუბს მოზარდ შემსრულებლებს.
საქართველოს ლატარია ფეხბურთის მხარდასაჭერად
საქართველოს ლატარიიის კომპანიის თანამშრომლები მუხიანში, 174 სკოლის ბაზაზე არსებულ საფეხბურთო სკოლას ესტუმრნენ. საქართველოს ლატარიის კომპანიის წარმომადგენლებმა მოინახულეს პატარა სპორცმენები და საჩუქრად სპორტული ფორმები, ბურთები და სტრატეგიების დაფა გადასცეს.
საქართველოს ლატარიის კომოპანია მრავალ გამარჯბვებას და წარმატებებს უსურვებს ახალგაზდა ფეხბურთელებს.
საჩუქარი მოხუცებულებს

31 ianvars საქართველოს ლატარიიის თანამშრომლები მოხუცებულთა თავშესაფარ „ბეთელს“ ესტუმრნენ და საჩუქრები მიუტანეს. თავშესაფარში 40-მდე ხნიერი მოხუცია. მათი ტრადიციის მიხედვით, ყოველი თვის ბოლოს აღნიშნავენ გასულ თვეში დაბადებულთა დაბადების დღეებს. იანვარში სამ მოხუცებულ მანდილოსანს: ოლიას, მერის და მარიას ჰქონდათ დაბადების დღე. მათ საპატივსაცემოდ მოწყობილ წვეულებაზე მივიდნენ და საჩუქრები მიიტანეს საქართველოს ლატარიის კომპნიის თანამშრომლებმა და სამივე მადნილოსანს მათთვის განკუთვნილი საჩუქრები, ხოლო თავშესაფარს კი სარეცხის მანქანა, სურსათი და ტკბიეულობა უსახსოვრეს. საქართველოს ლატარიის კომპანია ჯანმრთელობას უსურვებს სამივე ქალბატონს და „ბეთელის“ ყველა მობინადრეს.
2 წლის გოგონას დახმარება

2 წლის გოგონას, ნატა ქუთათელაძეს, 8 თვის ასაკში დაუდგინეს «რენიტო ბლასტომა» (თვალის სიმსივნე). ნატას ოჯახი აფხაზეთიდანაა დევნილი. მას ესაჭიროებოდა გამოკვლევა, რომელიც ზუსტად განსაზღვრავდა ქიმიოთერაპიის შესაბამის კურსს, რათა მკურნალობა ეფექტური და შედეგიანი გამხდარიყო. «საქართველოს ლატარიის კომპანიამ» სრულად დააფინანსა პატარა ნატას გამოკვლევები. «საქართველოს ლატარიის კომპანია» ახალ 2011 წელს პატარა ნატას ჯანმრთელობას და ბედნიერებას უსურვებს. gamokvlevis Sedegad , ნატას სწორედ აქვს დადგენილი მკურნალობის შესაბამისი კურსი, რაც მას გამოჯანმრთელებაში შეუწყობს ხელს.
ქველმოქმედება გიორგობის დღესასწაულზე
«საქართველოს ლატარიის კომპანიის» მორიგი საქველმოქმედო ღონისძიება 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე გაიმართა. კომპანიის წარმომადგენლები სამ მარტოხელა მოხუცს სახლში ესტუმრნენ და დღესასწაული მიულოცეს. ყველაზე მეტად სამივე მათგანი სარეცხ მანქანას საჭიროებდა და «საქართველოს ლატარიის კომპანიამ» მათ ეს სურვილი აუსრულა. 23 ნოემბერი მიხეილ ზანდუკელისთვის, შოთა პერანიძესა და გურამ ასპანიშვილისთვის მართლაც განსაკუთრებულ დღედ იქცა.
«როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ გიორგობისთვის ლატარიის კომპანია საჩუქრის გადმომცემას აპირებდა, თან მკითხეს, თუ რას ვსაჭიროებდი ყველაზე მეტად. თავიდან არ დავიჯერე, მეგონა, მეხუმრებოდნენ. მაგრამ, თურმე, სასწაულები მართლაც ხდება. ძალიან დიდი მადლობა კომპანიის ყველა თანამშრომელს» — გვითხრა ბატონმა შოთამ. მან ამ ნათქვამით სამივე მოხუცებულის მოსაზრება გადმოსცა.
შემოდგომის ლამაზი დღე კოჯრის ბავშვთა სახლის ბინადრებისთვის

“საქართველოს ლატარიის კომპანიის” ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქველმოქმედება წარმოადგენს. დიდია ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც კომპანიას საზოგადოების წინაშე აქვს აღებული. 2 ნოემბერს “საქართველოს ლატარიის კომპანიის” warmomadgenlebi ,დისნეის ზღაპრის გმირებთან ერთად კოჯრის ბავშვთა სახლს ესტუმრნen. კარაოკე, მუსიკალური ცენტრი, პლაზმური ტელევიზორი - ეს იმ საჩუქრების არასრული ჩამონათვალია, რაც მზრუნველობამოკლებულმა პატარებმა ლატარიის კომპანიისგან მიიღეს. ბავშვებს ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ტკბილეული და „სპაიდერმენის“, „დრუნჩასი“ და „მიკი მაუსის“ მიერ მათთვის სპეციალურად შექმნილი გასართობი პროგრამა მოეწონათ. ღონისძიების დასასრულს პატარებმა saqarTvelos latariis warmomadgenlebTan ერთად სადღესასწაულო ტორტი გაჭრეს და დააგემოვნეს. ბავშვებმაც გამოავლინეს საკუთარი მონაცემები, მათი მონაწილეობით შესრულდა მრავალი მუსიკალური და საცეკვაო ნომერი. კოჯრის ბავშვთა სახლის ბინადრებს ეს დღე დიდ ხანს ემახსოვრებათ.




ქველმოქმედება