კითხვა-პასუხი
სად შეიძლება შევიძინო ლოტო 6/36 ბილეთი?
ლოტო 6/36-ის შეძენა შეგიძლიათ “საქართველოს ლატარიის კომპანიის” სერვის-ცენტრში, საქართველოს ლატარიის კომპანიის მობილურ სერვის-ცენტრებში, “ლიბერთი ბანკის” ფილიალებში, თბილისის მეტროსადგურებში, ჰიპერმარკეტ “გუდვილში”, პრესის ჯიხურებსა და სხვა სავაჭრო ობიექტებში — ყველგან, სადაც ლოტოს ლოგო არის გამოსახული.
როგორ ვითამაშო ლოტო 6/36?
ლოტო გთავაზობთ თამაში 2 სახეობას: სტანდარტი და სტანდარტ+
თამაში “სტანდარტი”: შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი 6 რიცხვი 1-დან 36 რიცხვის ჩათვლით. მონიშნეთ ლოტოს შერჩევის ბარათზე სასურველი რიცხვები. თითოეული 6-რიცხვიანი კომბინაცია ნიშნავს ლოტოს გათამაშებისათვის შეძენილ 1 სტანდარტ ბილეთს.
შერჩევის ბარათზე მოცემულია შერჩევის 5 ცხრილი, ხუთივე ცხრილში სასურველი 6-რიცხვიანი კომბინაციის მონიშვნის შედეგად თქვენ შეძლებთ შეიძინოთ ლოტოს 5 “სტანდარტ ბილეთი”. “სტანდარტ ბილეთის” შეძენა შერჩევის ბარათის გარეშეც არის შესაძლებელი. უკარნახეთ თქვენს მიერ შერჩეული 6 რიცხვი სავაჭრო ობიექტში მომსახურე პერონალს და მიიღეთ ლოტოს ბილეთი.
თქვენს მიერ შერჩეული 6-რიცხვიანი კომბიანციით შეგიძლიათ ითამაშოთ ერთზე მეტ გათამაშებაში. აირჩიეთ გათამაშების სასურველი რაოდენობა შერჩევის ბარათზე ან უკარნახეთ სავაჭრო ობიექტებში მომსახურე პერსონალს. თუ გსურთ აპარატმა სწრაფად, ავტომატურად შეარჩიოს თქვენთვის სასურველი 6-რიცხვიანი კომბინაცია, მონიშნეთ სასურველი უჯრა შერჩევის ბარათზე ან უკარნახეთ მომსახურე პერსონალს და მიიღეთ ლოტოს ოფიციალური ბილეთი.
სტანდარტ+ თამაშისას თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ შვიდი და მეტი სხვადასხვა რიცხვი 1-დან 36-ის ჩათვლით. შესაბამისად, თქვენ მიიღებთ თქვენ მიერ შერჩეული ციფრებიდან ყველა შესაძლო 6-რიცხვიან კომბინაციას. თითოეული 6-რიცხვიანი კომბინაცია ნიშნავს ლოტოს გათამაშებისთვის შეძენილ 1 ბილეთს, რომლის საფასური 2 ლარია;
მაგალითად: თუ თქვენ შეარჩევთ რვა სხვადასხვა რიცხვს 1-დან 36 რიცხვის ჩათვლით, ამ რიცხვბიდან მიიღებთ 28 სხვადასხვა 6-რიცხვიან კომბინაციას, რაც ნიშნავს, რომ თქვენ შეიძენთ 28 ბილეთს. რაც მეტია შერჩეული რიცხვების ოდენობა, მით მეტია მაქსიმალური პრიზის მოგების შანსი. პირდაპირ ეთერში გათამაშებისას, ლოტოტრონის მიერ მოხდება 1-დან 36 რიცხვის ჩათვლით 7 გამარჯვებული რიცხვის გამოვლენა, რომელთაგან ექვსი არის ძირითადი და ერთი დამატებითი, ბონუს რიცხვი.
ბილეთი მოგებულია, თუ თქვენ მიერ შერჩეული ექვსი რიცხვიდან მინიმუმ 4 დაემთხვევა გათამაშებულ რიცხვებს — აქედან სამი ძირითად და ერთი ბონუს რიცხვს.
სად შემიძლია ლოტო 6/36-ის შედეგების ნახვა?
ლოტოს შედეგები შეგიძლიათ იხილოთ:
— “ტელე იმედისა” და "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს;
— გაზეთ "Prime Time“-ის ორშაბათის გამოცემაში;
— “საქართველოს ლატარიის კომპანიის” ვებ-გვერდზე: http://www.georgianlottery.com/">www.georgianlottery.com;
— “საქართველოს ლატარიის კომპანიის” სერვისცენტრში;
— სპორტულ გაზეთ “ფსონში”
— შედეგების გასაგებად, ასევე შეგიძლიათ დარეკოთ “საქართველოს ლატარიის კომპანიის” ცხელ ხაზზე:
რა სიხშირით და როდის ტარდება ლოტო 6/36-ის გათამაშება?
ლოტო 6/36-ის გათამაშება ტარდება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, 21:50 საათზე, "რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში.
რა ღირს ლოტოს ბილეთი?
თითოეული 6-რიცხვიანი კომბინაციის საფასური 2 ლარია.
როგორ ვითამაშო ტოტო?
ყოველი გათამაშებისთვის კომპანია წინასწარ აქვეყნებს 14 საფეხბურთო მატჩის სიას, რომელთა შედეგის პროგნოზირებით შევსებული ბილეთი მონაწილეობას მიიღებს კონკრეტულ გათამაშებაში. გათამაშების პროგრამა იწყება დათქმულ დღეს/დღეებში 17:00 საათზე და სრულდება მომდევნო დღის 24:00 საათზე. შერჩევის ბარათის საშუალებით მომხმარებელი ირჩევს თოთხმეტივე მატჩისთვის სასურველ შედეგს. მომხმარებლი ფსონს აკეთებს მხოლოდ ზემოაღნიშნულ 90 წუთის განმავლობაში დამდგარ შედეგზე. არსებობს შედეგის სამი ვარიანტი, რომელიც შეიძლება შეარჩიოს მომხმარებელმა – მასპინძელი გუნდის მოგება (1), ფრე (X) და სტუმარი გუნდის მოგება (2). არსებობს შერჩევის ბარათის 2 ფორმა ჩვეულებრივი და ექსტრა. ჩვეულებრივი შერჩევის ბარათის საშუალებით მომხმარებელი უფლებამოსილია შეარჩიოს ერთი მატჩისათვის მხოლოდ ერთი შედეგი, ანუ ან მასპინძელი გუნდის მოგება, ან ფრე, ან სტუმარი გუნდის მოგება. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი შეარჩევს ექსტრა შერჩევის ბარათს, მაშინ იგი უფლებამოსილია, ერთი მატჩისათვის შეარჩიოს ორი ან თუნდაც სამი შედეგი.
რამდენი საპრიზო კატეგორიაა “ტოტოს” გათამაშებაში?
კომპანიის წესების მიხედვით არსებობს 4 საპრიზო კატეგორია:
I კატეგორია (ჯეკპოტი): 14 საფეხბურთო მატჩის შედეგის დამთხვევა;
II კატეგორია: 13 საფეხბურთო მატჩის შედეგის დამთხვევა;
III კატეგორია: 12 საფეხბურთო მატჩის შედეგის დამთხვევა;
IV კატეგორია: 11 საფეხბურთო მატჩის შედეგის დამთხვევა.
რა არის “ტოტო პლუსი”?
შერჩევის ბარათის შევსებისას მომხმარებელს შეუძლია ერთი მატჩისათვის შეარჩიოს ორმაგი ფსონი (2 რეზულტატის შერჩევა: 1X; 12; X2) ან სამმაგი ფსონი (3 რეზულტატის შერჩევა 1X2). სამმაგი ფსონის შერჩევისას შესაძლებელია მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის მატჩისთვის ორმაგი ფსონის დადება. მაგალითად, 2 მატჩისთვის სამმაგი ფსონის არჩევის შემთხვევაში, უნდა მიუთითოთ გარკვეული რაოდენობის (0-დან 4-ის ჩათვლით) მატჩის ორმაგი ფსონი (იხ. ცხრილის I და II სვეტი). ბილეთის ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი კომბინაციების რაოდენობის მიხედვით, რაც ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

სად შეიძლება შევიძინო “მომგებიანი ბილეთი”?
“მომგებიანი ბილეთი” თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ “საქართველოს ლატარიის კომპანიის” სერვის—ცენტრში, საქართველოს ლატარიის კომპანიის მობილურ სერვის—ცენტრებში, “ლიბერთი ბანკის” ფილიალებში, თბილისის მეტროსადგურებში, ჰიპერმარკეტ “გუდვილში”, პრესის ჯიხურებსა და სხვა სავაჭრო ობიექტებში, ყველგან სადაც მომგებიანი ბილეთის ლოგო არის გამოსახული.
რამდენი ტიპის “მომგებიანი ბილეთი” შემიძლია შევიძინო?
თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ოთხი ტიპის “მომგებიანი ბილეთი”. ესენია:
1. “მე-9 ცა”
2. “კამათელი”
3. “შვიდიანი”
4. “ლოტო 6/49”
5. “ბლეკჯეკი
6. “რულეტკა”
7. “იღბლიანი ლარი”
გვერდი 1 (2-დან)
<< დაწყება < წინა 1 2 შემდეგი > ბოლოს >>



კითხვა-პასუხი