ფირნიშები
    ფირნიშები
    ფირნიშები
    ფირნიშები

მთავარი კომპანია ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

საქართველოს ლატარია არის ექსკლუზიური უფლების მქონე ლიცენზირებული ოპერატორი, რომელიც გთავაზობთ ლატარიის მთელ რიგ თამაშობებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანიას ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშების ჩატარების უფლება გადაეცა 15 წლის ვადით 2009 წელს. ლიცენზია საქართველოს ლატარიის კომპანიას მიენიჭა საერთაშორისო ღია ტენდერის შედეგად 2009 წლის 1 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.


საქართველოს ლატარიამ ფუნქციონირება დაიწყო 2009 წლის 1 ოქტომბერს და საზოგადეობას შესთავაზა პირველი “მომგებიანი ბილეთი” მთელი ქვეყნის მასშტაბით. “მომგებიანი ბილეთი” წარმოადგენს მომენტალურ გადასაფხეკ ლატარიის ბილეთს, რომელიც დიდი მოწონებით მიიღო საზოგადოებამ. აღნიშნული გახლდათ მეტად ლიმიტირებულ დროის პერიოდში შესანიშნავი მიღწევა, რომელიც შექმნა საქართველოს ლატარიამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების ხელმოწერიდან 100 დღის ვადაში.
საქართველოს ლატარიამ აგრეთვე დაიწყო ლოტო 6/49 პროექტის განხორციელება, რომელიც პირველად პირდაპირ ეთერში გადაიცა 2009 წლის 29 დეკემბერს.


შემდგომ წელს საქართველოს ლატარიამ გადაწყვიტა 6/49 მატრიცის შეცვლა და ჯეკ-პოტის შანსების გაზრდის მიზნით მისი შემცირება 6/36 ფორმატით. ლოტო 6/36 წარმოადგენს მეტად პოპულარულ თამაშს, რომლის წყალობით საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი იქნა შეტანილი ეროვნული მასშტაბის მქონე პროექტების რეალიზაციაში.


2010 წლის 29 სექტემბერს საზოგადოებისთვის შეთავაზებულ იქნა ახალი თამაში, კერძოდ, ტოტო, კიდევ ერთი ახალი საინტერესო და გასართობი თამაშობა, რომელიც ევროპული საფეხბურთო ლიგის მატჩებს ეფუძნება. საქართველოს ლატარია ეყრდნობა როგორც უცხოელი გამოცდილი და კვალიფიციური, ისე ქართველი მეწარმეების კომბინაციას.


როგორც ქართველი ხალხის წინაშე პასუხისმგებელი ლატარიის ოპერატორი, საქართველოს ლატარია ვალდებულია მისი შემოსავლების 21.5% მოახმაროს ქართული კულტურის, სპორტისა და ძეგლების დაცვასა და შემდგომ აღორძინებას; და რაც უფრო მეტად აღსანიშნავი და მნიშვნელოვანია, როგორც მომენტალური გადასაფხეკი ბილეთებიდან მიღებული შემოსავლების 45%-ზე მეტი, ისე ლატარიისა და ტოტოს ბილეთების რეალიზაციიდან დაგროვილი თანხების სრული ოდენობა გათვალისწინებულია ამავე თამაშობების საპრიზო ფონდისთვის. აქედან გამომდინარე, მოთამაშეებს ვთავაზობთ გაცილებით მეტი ფულადი პრიზის მოგების უნიკალურ შანსებს.  

 

 

საქართველოს ლატარიის მისია


საქართველოს ლატარიის კომპანიის უპირველესი მიზანია ქართველ ხალხს შესთავაზოს უმაღლესი კლასის გასართობი ლატარიის თამაშობები. ჩვენი შენატანი კი საქართველოს ბიუჯეტში გულისხმობს სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის დაფინანსებასა და ხელშეწყობას.


BOTTOM ILLUSTRATION